კალენდარში წარმოდგენილია დგებუაძეები ფოტოებით: გურამ ორდეს ძე დგებუაძე (1931-2017) - მწერალი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი; ქეთევან დგებუაძე (1918-1993) - საქართველლოს დამსახურებული მასწავლებელი, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პროფესორი, ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგე. საზოგადოება „ცოდნის" პრეზიდიუმის წევრი; ვლადიმერ დგებუაძე (1911-1951) - მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. ვაჭრობის მინისტრი 1947-1951 წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალერი; გურამ ლეონიდეს ძე დგებუაძე (1951-2015) - წლების განმავლობაში მუშაობდა რკინიგზის საავადმყოფოში ქირურგად,სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების გამგე, არის რამდენიმე სამეცნიერ ნაშრომის ავტორი,არჩეული იყო თბილისის საკრებულოს პირველი მოწვევის დეპუტატად, ფრაქციის თავმჯდომარედ; ნესტორ დგებუაძე (1911-1987) - საქართველოს დამსახურებული იურისტი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, მუშაობდა სამართალდამცავ ორგანოებში, იყო ბორჯომის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, გაზეთ „სოფლის ცხოვრების" იურიდიული განყოფილების უფროსი; ოთარ ნიკოლოზის ძე დგებუაძე (1925-1979) - ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი, მეორ მსოფლიო ომის მონაწილე, მუშაობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, არჩეული იყო მემცენარეობის კათედრის გამგედ, მინიჭებული ჰქონდა დოცენტის წოდება; ვალერიან დგებუაძე (1924-1976) - ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, მუშაობდა აფხაზეთის მეთამბაქოეობის საცდელი სადგურის დირექტორის მოადგილედ, ხოლო 1970 წლიდან ხელმძღვანელობდა აჩიგვარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის ეკონომიკის ფაკულტეტს, არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მაკარ დგებუაძე (1928-2007) - დამსახურებული მასწავლებელი, 1962 წლიდან სოხუმის რაიონის კელასურის საშუალო სკოლის დირექტორი, არჩეული იყო სოხუმის რაიონული საბჭოს დეპუტატად; ოთარ პავლეს ძე დგებუაძე (1928-1993) - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი. იყო აფხაზეთის მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, არჩეული იყო გულრიფშის რაიონული საბჭოს დეპუტატად; ალექსანდრე დგებუაძე (1910-1992) - მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, დამსახურებული ფინანსისტი, მუშაობდა სოხუმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემნახველი სალაროების მმართველად, არჩეული იყო სოხუმის საქალაქო საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად; აკაკი დგებუაძე (1907-1965) - საქართველოს დამსახურებული მეტყევე, მუშაობდა ქ. გაგრის სატყეო მეურნეობის დირექტორად, 1946 წელს დაინიშნაქ. გაგრის ნავთობბაზის დირექტორად, არჩეული იყო ქ. გაგრის საქალაქო საბჭოს დეპუტატად; ამბროსი დგებუაძე (1922-1978) - საქართველოს დამსახურებული ექიმი, 1954 წლიდან იყო ხობის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი. არჩეული იყო ხობის რაიონული საბჭოს დეპუტატად.