შრომები = Works = Труды. ტომი 9, ერგატიული კონსტრუქციის პრობლემა იბერიულ-კავკასიურ ენებში.
 03/12/2021

ერგატიული კონსტრუქცია გულია იბერიულ-კავკასიურ ენათა სტრუქტურისა. ერგატიული კონსტრუქციის პრობლემა მოითხოვს ისეთი საკითხების განხილვას, როგორიცაა: 1. ერგატიულ და ნომინატიურ კონსტრუქციათა ისტორიული ურთიერთობა; 2. გარდამავალ ზმნებთან ნომინატიური კონსტრუქციის წარმოქმნა ქართულში; 3. ერგატიული კონსტრუქციის ჩასახვა იბერიულ-კავკასიურ ენებში; და 4. ერგატიული კონსტრუქციის რაობა. აქ წარმოდგენილი შრომა ეხება პირველ საკითხს და ავტორი მას თვლის ვრცელი მონოგრაფიის ერთ-ერთ მონაკვეთად. ეს მონაკვეთი დამთავრებული იყო ჯერ კიდევ 1942 წელს. ავტორი არც ვარაუდობდა მის ცალკე გამოქვეყნებას, რომ ორი გარემოება არა: ჯერ ერთი, ქართული ენის ზოგი სპეციალისტი დააინტერესა ქართული ენის ისტორიული მორფოლოგიის საკითხებმა, რაც ამ შრომაშია განხილული, მეორე, გარდამავალ ზმნებთან ერგატიული კონსტრუქციის პირველობა ბოლო ხანებში რუსულ სპეციალურ ლიტერატურაში კამათის საგანი გახდა. ამ შრომაში კი ეს საკითხი გარკვეულია დოკუმენტობრივ ჩვენებათა მიხედვით.