დედის დაღუპვა და ბავშვთა თავშესაფარი, უმეგობრობა და მარტოობის გულსაკლავი შეგრძნება პატარა გოგონასთვის დიდი გამოცდა იყო. მაგრამ მის უფერულ ცხოვრებაში პატარა სხივი მაინც გამოჩნდა- მეგობარი გოგონა და რაც მთავარია, ნამდვილი თავშესაფარი, მისი ცხოვრების არსი-ჭადრაკი. ვუნდერკინდი გოგონას დაბინდულ გონებას მხოლოდ ჭადრაკი აფხიზლებს. მხოლოდ თამაშის დროს შეუძლია საღად აზროვნება და აი, დგება დრო ოსტატობის გამოცდისა, რომელიც ნებისყოფის გამოცდაც იქნება-ბეტ ჰარმონი ისევ განდეგილობას აირჩევს. დამარცხდება თუ ბედნიერი ქალი იქნება. როგორც წიგნის ავტორმა, ამერიკელმა მწერალმა უოლტერ ტევისმა „ნიუ-იორკ თაიმსთან" ინტერვიუში განაცხადა, ბეტ ჰარმონის ცხოვრების ამბავი გონიერი, ნიჭიერი ქალებისთვის გაღებული ხარკია. ამ საინტერესო წიგნს 2020 წელს NETFLIX-მა ამავე სახელწოდების მინისერიალში შეასხა ხორცი და მაყურებლის თუ კრიტიკოსების უდიდესი მოწონება დაიმსახურა.