სასკოლო ბიბლიოთეკა როგორც სასწავლო სივრცე
 04/12/2021

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სხვა საჯარო დაწესებულებებთან ერთად წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა საგანმანათლებლო სფეროს საქმიანობაში მონაწილეობა. სინამდვილეში, არსებობს გარკვეული სახის ურთიერთობები ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სასკოლო ბიბლიოთეკებს შორის, თუმცა ეს ურთიერთობები თეორიულზე უფრო პრაქტიკულ ასპექტებს მოიცავს. შესაბამისად, მოიძიეს თეორიული მასალა, რომელიც აღწერს ამ სახის ურთიერთობის მნიშვნელობას და მის შემადგენელ კომპონენტებს, რაც, მომავალში ამ ურთიერთობის პრაქტიკაში განხორციელებისას ერთგვარ სახელმძღვანელოდ შეიძლება იქცეს.