XXI საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი
 07/12/2021

XXI საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი ქართული მწერლობის, ქართული პოეტური სულის მწვერვალი შოთა რუსთაველის  პოემა ვეფხისტყაოსანი მე-12 საუკუნეში თამარ მეფის ზეობის დროს, საქართველოს განვითარება-აღმავლობის ეპოქაში დაიწერა და 1712 წლამდე მხოლოდ ხელნაწერის მეშვეობით ვრცელდებოდა. დღემდე ფრაგმენტების ჩათვლით ვეფხისტყაოსნის 164-მა ხელნაწერმა მოაღწია. მათი დიდი ნაწილი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. რამდენიმე -  საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, არქივებსა თუ ბიბლიოთეკებში, ხოლო 12 ხელნაწერი-საზღვარგარეთის სიძველეთსაცავებში (მათ შორის : დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთში). რაოდენ დიდი იყო ხელით გადაწერის ტრადიცია და კულტურა, რომ ქართველმა ხალხმა ეს უძვირფასესი განძი, გენიალური პოემა რუსთაველისა ხელნაწერის სახით საუკუნეებს გამოატარა.

XI საუკუნის ხელნაწერი "ვეფხისტყაოსანი" გადაიწერა ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის (შემადგენლობა: თამაზ გამყრელიძე - მთავარი რედაქტორი, გიორგი არაბული, ბაჩანა ბრეგვაძე, ალექსანდრე გვახარია, გურამ კარტოზია - მთ. რედაქციის სწავლული მდივანი, ცოტნე კიკვიძე, ზურაბ სარჯველაძე, თინათინ ცქიტიშვილი) მიერ დადგენილი ტექსტის ბოლო რედაქციიდან. გადამწერები: ილია II, ამირეჯიბი, ჭაბუა, კალანდაძე, ანა, ჩარკვიანი, ჯანსუღ, ზოიძე, შოთა, სტურუა, ლია, ამაშუკელლი, რეზო, გეგეჭკორი, გიორგი, ხარანაული, ბესიკ, ჭანტურია, ტარიელ, გამყრელიძე, თამაზ, კვესიტაძე, გიორგი, მალაზონია, მამია, კვიტაიშვილი, ემზარ, მეღვინეთუხუცესი, ოთარ, გაბუნია, ურანდა, კიკნაძე, ქეთევან, ლორთქიფანიძე, გიგა, ლორთქიფანიძე, მარიამ, მეტრეველი, როინ, ერქომაიშვილი, ანზორ, კვერნაძე, ბიძინა, შევარდნაძე, ედუარდ, ფეტვიაშვილი, რუსუდან, დავითაია, ვახტანგ, ანდღულაძე, ნოდარ,  [და სხვა].