„მინერვას სპილო“
 10/11/2015

  უძველესი ნაგებობებისა და ქანდაკებების უმრავლესობა აგებულია ამა თუ იმ პიროვნების პატივისცემის ნიშნად. ადამიანების მსგავსად წიგნებსაც თავისი ბედი აქვთ: იბადებიან, ცხოვრობენ და მარადისობაში მკვიდრდებიან, მაგრამ იშვიათად შევხვდებით ძეგლს, რომელიც ერთი კონკრეტული წიგნის თაყვანისცემის მიზნითაა შექმნილი. რომის ისტორიულ ცენტრში, წმინდა მინერვას მოედანზე აღმართული ობელისკი ასეთ იშვიათობას წარმოადგენს. თავისი ფორმითა და ალეგორიული შინაარსით დატვირთულ ამ ულამაზეს კომპოზიციასმინერვას სპილოშეარქვეს. იგი მისტიკურსასიყვარულო რომანს ეძღვნება და მისი ერთ-ერთი გამოცემის სიმბოლოდ გადაიქცა.

„Hypnerotomachia Poliphili“ განსაკუთრებული ნაწარმოებია. მან მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა აღორძინების ეპოქის კულტურაზე იტალიასა და საფრანგეთში. მისი დიდი მოყვარული გახლდათ რომის პაპი ალექსანდრე VII. მან ცნობილ იტალიელ მოქანდაკესჯოვანი ლორენცო ბერნინის სთხოვა შეექმნა ძეგლიუძველესი ეგვიპტური ობელისკი სპილოს ფორმის პოსტამენტით, ისეთი როგორიც ნაწარმოებშია აღწერილი. ბერნინიმ პაპის შეკვეთის შესასრულებლად გამოიყენა ძვ. . VI საუკუნეში შექმნილი წითელი გრანიტის სვეტი. მას უცნაური ისტორია ჰქონდა: სვეტი იმპერატორმა დომიციანემ ეგვიპტიდან რომში წმინდა ისიდას ტაძრის შესამკობლად ჩაიტანა. ობელისკი მოგვიანებით გაქრა და მხოლოდ 1665 წელს აღმოაჩინეს ეკლესიის ეზოში დომინიკანელმა ბერებმა. ლორენცო ბერნინის ესკიზითა და არქიტექტორ ერკოლე ფერატას ძალისხმევით სიბრძნის სიმბოლურ სვეტს შესაბამისი სიძლიერის საყრდენი შეუქმნეს სპილოს ქანდაკების სახით და 1667 წელს მინერვას მოედანზე აღმართეს. „Hypnerotomachia Poliphili“ დაწერილია ლათინური და იტალიური ენების ნაზავით, XV საუკუნის რომაულ დიალექტზე. მასში უხვადაა გამოყენებული ბერძნული და ებრაული ფრაზები, ძველეგვიპტური იეროგლიფები, მრავალგვარი რებუსები. ფილოსოფიური იდეებითა და სიმბოლოებით დატვირთული ნაწარმოების საიდუმლო სახელწოდება იმთავითვე რთული სათარგმნი აღმოჩნდა. არსებობს მისი რამდენიმე ვარიანტი: „პოლიფილის სიზმარი“ (ფრანგულ თარგმანის მიხედვით), „სიყვარულის ბრძოლა სიზმარში“ (ინგლისური თარგმანი, დაიბეჭდა 1592 წელს) დასიყვარულის აგონია სიზმარში“, რომელსაც უფრო სრულყოფილად მიიჩნევენ. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟისპოლიფილის სახელიც სხვადასხვაგვარად ითარგმნება: „პოლიის საყვარელი“, „მრავალთა სატრფო“, „მრავალთა მიჯნურიდა სხვა. ნაწარმოების სიუჟეტი ხეების ჩრდილქვეშ მიძინებული პოლიფილის ფანტასტიურ სიზმრებში ვითარდება: ყმაწვილი მონუმენტურ ობელისკებს, თვალუწვდენელ პირამიდებსა და საიდუმლოებით მოცულ ციხესიმაგრეების შორის დახეტიალობს. უღრანი ტყეებისა და ანტიკური ქალაქის დანგრეული ქუჩებიდან იგი ბოლოს და ბოლოს დედოფლის ზღაპრულ სასახლეში ხვდება, სადაც ოქროსთმიან მზეთუნახავსპოლიის იხილავს. ახალგაზრდები ერთად განაგრძობენ მოგზაურობას. ისინი ოთხ ტრიუმფალურ მსვლელობას გადაეყრებიან. საბოლოოდ შეყვარებულები ვენერას სასახლეში აღმოჩნდებიან, სადაც უცნაურ ცერემონიალში იღებენ მონაწილეობას. ექვს ნიმფას წყვილი კუპიდონის ეტლით კუნძულ ციტერაზე მიჰყავს. რომანის დასასრულს, პოლიფილს ბულბულის გალობა აღვიძებს, მისი მშვენიერი სატრფო კი სიზმარეთში რჩება. ნაწარმოები პოლიის ეპიტაფიით მთავრდება. წიგნის ბოლოს კი ასეთი მინიშნებაა: რომანი შექმნილიატრევიზოში, როცა პოლიფილი პოლიის სიყვარულით დაჭრილი იწვა... 1467 წლის მაისის პირველ დღეს“. 

1499 წელს ნაწარმოები დაბეჭდა ცნობილმა ვენეციელმა მესტამბე-გამომცემელმა ალდ პიი მანუციმ (1449–1515). მას თხზულების გამოცემა ლეონარდ გრასიმ დაუკვეთა ვერონეს ჰერცოგ გვიდობალდისათვის. ულამაზესი შრიფტის, ელეგანტური ანაწყობისა და განსაკუთრებული პროპორციების წყალობით მანუცის საგამომცემლო სახლში გამოცემული წიგნებიალდინები აღორძინების ეპოქის შედევრებადაა მიჩნეული. მათ შორის ყველაზე დიდი პოპულარობაპოლიფილის სიზმარმამოიპოვა. რამდენჯერმე დაიბეჭდა მისი ფაქსიმილური ასლებიც. გამოცემა იწყება ორი სატიტულე ფურცლით, რომლებზედაც წიგნის სათაური და მისი დაბეჭდვის თარიღია მოცემული. ავტორის სახელი არ არის მითითებული. 1512 წელს იტალიის ერთერთ მონასტერში აღმოჩნდა ამ გამოცემის ეგზემპლარი მინაწერით: „ამ წიგნის ნამდვილი ავტორია ფრანჩესკო კოლონა, ის ვენეციელი იყო, სამონასტრო ორდერის წევრი. განიცდიდა რა ძლიერ სიყვარულს ვინმე ტრევიზოელი იპოლიტისადმი, შეუცვალა მას სახელი, შეარქვა პოლიი და მიუძღვნა წიგნი. თუ აკროსტიხს ანუ ნაწარმოების თავების პირველ ასოებს წავიკითხავთ, მივიღებთ ფრაზას: „POLIAM FRATER FRANCISCVS COLVMNA PERAMAVIT“ – „პოლიის, ძმის ფრანჩესკო კოლონასაგან, სიყვარულითდა იქვე: „ის დღემდე ცხოვრობს ვენეციაში წმინდა იოანეს და პავლეს მონასტერში“. მკვლევართა ერთი ნაწილის მოსაზრებით, ეს ალეგორიული რომანი დაწერა ფრანჩესკო კოლონამ. იგი 1433 წელს დაიბადა ვენეციაში. პადუას უნივერსიტეტში განათლების მიღების შემდეგ ფრანჩესკო დომინიკელ მონაზონთა ორდენის წევრი გახდა. ამ ვერსიას ადასტურებს დაშიფრული სიტყვაც „frater“ – ბერი. სხვა მკვლევართა მოსაზრებით, წიგნის ავტორი შეიძლება იყოს სხვა ფრანჩესკო კოლონაგავლენიანი რომაული ოჯახის წარმომადგენელი, რომელმაც პალესტინაში რომაელთა ჯარების მიერ დანგრეული საგვარეულო ეკლესია აღადგინა. წიგნი 172 ხეზე ნაკვეთი ხელით გაფერადებული გრავიურითაა შემკული, რაც დამახასიათებელი იყო იმდროინდელი გამოცემებისათვის. მასში უხვადაა მათემატიკური და გეომეტრიული შენიშვნები, არქიტექტურული გეგმები. წიგნის მხატვრული გაფორმების ელემენტები დიდი ოსტატობითა და გემოვნებითაა შესრულებული. ისინი მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთ მთლიანობას ჰქმნიან. განსაკუთრებულია საზეიმო მსვლელობის ამსახველი ილუსტრაციები. ამ არაჩვეულებრივი კომპოზიციების ავტორი <