წიგნის ქურდი : [რომანი]
 02/12/2022

„წიგნის ქურდი" ეს არის წიგნი მეგობრობაზე, სიყვარულზე, თანადგომაზე და რაც მთავარია სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაზე. 1939 წელი, ნაცისტური გერმანია. ქვეყანა სუნთქვაშეკრულია, სიკვდილი ასეთი მოუცლელი არასოდეს ყოფილა. ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად, ჰიმელ-სტრიტზე ცხოვრობს. მისი მშობლები საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობლებზე, აკორდეონისტზე, ზოგიერთ ფანატიკოს გერმანელზე, ებრაელ ჩხუბისთავსა და არაერთ ქურდობაზე. ეს ჰიმელ-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა.