სომხეთ-საქართველოს ომი : [მონოგრაფია 2 ნაწილად]. ნაწილი 1, "სომხური საკითხის" დასმიდან დაპირისპირებულ მხარეთა სტრატეგიებამდე
 10/12/2022

წინამდებარე ნაშრომი სამხედრო-სამეცნიერო ხასიათის გამოკვლევაა, რომელშიც უმდიდრეს წყაროთმცოდნეობით ბაზაზე დაყრდნობით, ქართულ ისტორიოგრაფიაში მეცნიერული თვალსაზრისით პირველადაა წარმოდგენილი სომეხთა ნაციონალისტურ-ექსპანსიონისტური იდეოლოგია და მისი გენეზისი. სრულყოფილადაა გაშუქებული დაშნაკური სომხეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ წარმოებული ომის ისტორიული, იდეოლოგიური და პოლიტიკური წინამძღვრები, მისი დაწყება და მსვლელობა, ოპერაციებისა და ბრძოლების დინამიკა, მათი სამხედრო-სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური ანალიზი, ამ ომის მნიშვნელობა და მისი სამხედრო-პოლიტიკური შედეგები. ნაშრომში მთელი რიგი საკითხები სრულიად ახლებური ინტერპრეტაციითაა წარმოდგენილი.