ქართველები მსოფლიო ისტორიაში : [12 ტომად].
 10/12/2022

თქვენ წინაშეა წიგნი, რომელიც მსოფლიო ისტორიაში ქართველების კვალზე გვიამბობს. ეს საქართველოს მიღმა აღმოჩენილ ქართველთა ამბავია, მათი, ვინც უშურველად ემსახურებოდნენ „სხვა" სამშობლოს, თუმცა ყველგან და ყოველთვის, როგორც შეეძლოთ, აკეთებდნენ ქართულ საქმეს, ტოვებდნენ კვალს... თითოეული მათგანის მიერ განვლილი გზის შესახებ უდიდეს ინფორმაციას ინახავს უცხოეთის არქივებში არსებული და ოჯახებში შემორჩენილი დოკუმენტური და ფოტომასალა. მრავალტომეული „ქართველები მსოფლიო ისტორიაში" ამ მასალის თავმოყრის მცდელობაა. აქ მთელ მსოფლიოში მიმოფანტულ ქართველთა ამბავია, საქართველოს პარალელური ისტორია-უძველესი დროიდან მეორე მსოფლიო ომამდე. ტომეული უხვადაა ილუსტრირებული. ბევრი რეპროდუქცია, ფოტო თუ საარქივო დოკუმენტი პირველად ქვეყნდება. გამოცემისთვის საგანგებოდ იმუშავეს მხატვრებმა, რომლებმაც არსსებულ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, ეპოქის შესაბამისად აღადგინეს ბევრი დაკარგული სახე.