PR-ის ისტორიული წანამძღვრები
 25/01/2024

თანამედროვე სამყაროში სტრატეგიული კომუნიკაციები უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა საზოგადოების ქცევაზე ზემოქმედების მოსახდენად ცნება"სტრატეგიული კომუნიკაციები", თავის შინაარსით, სულაც არ არის თანამედროვე იდეა. ის ჩანასახოვანი სახით უძველეს ცივილიზაციებშიც გვხვდება და მას ძველი ბერძნები ფილოსოფოსები დარწმუნების ხელოვნებას ეძახდნენ. და როგორც დღეს, მაშინაც ადამიანების გონებას და გრძნობაზე იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური ზეგავლენისთვის იმდროინდელი სპეციალისტები მათ ხელთ არსებულ ყველა ხერხს იყენებდნენ. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო დაიხვეწა, გაფართოვდა და გამდიდრდა საზოგადოებაზე ზემოქმედების საშუალებები. საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასშტაბები და გავრცელების უპრეცედენტოდ სწრაფი და მზარდი გახდა. შესაბამისად სამიზნე აუდიტორიაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობებიც გაიზარდა. თუმცა საუკუნეების წინ გამოყენებული ხერხები დღესაც საპატიო ადგილს იკავებს საზოგადოებასთან ურთიერთობის ტექნოლოგიურ პროცესში. ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლები ნათლად მოწმობენ, რომ საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის ხელოვნება უძველესი ცივილიზაციების ასაკისაა. ასე რომ, თუ გაინტერესებთ საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით, კომუნიკაციის რა მეთოდებს იყენებდნენ და პროპაგანდის რა ხერხებს ხმარობდნენ მმართველი ელიტები ძველ სამყაროში, ყურადღებით გაეცანით წიგნს და მიიღეთ პასუხი, რომლებიც ისტორიული ექსკურსისა და შესაბამისი ანალიზის საფუძვლადაა მიღებული.