1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ეროვნული ბიბლიოთეკა, საგამოფენო დარბაზი უმასპინძლებს ბავშვებს.
ამ დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი ბავშვებისთვის მოწყობილ ჯადოსნურ სივრცედ გადაიქცევა, სადაც გაიმართება შეხვედრა საბავშვო მწერალ მარიამ წიკლაურთან, რომელიც თავის წიგნებზე ისაუბრებს; ილუსტრატორი ნინო ჩაკვეტაძე ჩაატარებს ვორქშოპს „როგორ შევქმნათ ილუსტრაციები“; ზალიკოს სტუდიის პედაგოგები პატარა სტუმრებს დაამზადებინებენ ბლოკნოტებს; მთარგმნელი ქეთევან ყანჩაშვილი ისაუბრებს ჰარი პოტერზე; ეროვნული ბიბლიოთეკის კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილების თანამშრომელი გიული პაქსაშვილი ბავშვებს აჩვენებს და აუხსნის, თუ როგორ უნდა აღადგინონ დაზიანებული წიგნები (ბავშვები სახლიდან მოიტანენ დაზიანებულ წიგნებს); დიზაინისა და ანიმაციის სკოლა (მენტორები გიორგი და ელენე აბელაშვილები) ბავშვებს ვიდეოთამაშის შექმნას ასწავლის; პატარა სტუმრებს ამ დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ექსკურსიები უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ. პროგრამა:
12:00 საათი - საბავშვო მწერალი მარიამ წიკლაური ისაუბრებს თავის წიგნებზე "ჩემი აფრიკელი ბებია“ და "ჩვენი სახლი"; ის პატარა სტუმრებს ასევე გააცნობს იაპონელ პოეტ მისუძუ კანეკოს, რომელიც ქართულად პირველად ითარგმნა;
12:30 – 14:30 – 16:30 საათი - ეროვნულ ბიბლიოთეკაში პატარა სტუმრებისთვის ექსკურსიები უსასყიდლოდ ჩატარდება;
13:00 საათი - ზალიკოს სტუდიის მასწავლებლები პატარებს ბლოკნოტებს დაამზადებინებენ;
13:00 – 16:00 საათი - ეროვნული ბიბლიოთეკის კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილების უფროსი გიული პაქსაშვილი ბავშვების მიერ მოტანილ დაზიანებულ წიგნებს მათთან ერთად ჩაუტარებს რესტავრაციას;
14:00 საათი - მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე ჩაატარებს ვორქშოპს „როგორ შევქმნათ ილუსტრაციები“;
15:00 - 18:00 საათი - დიზაინისა და ანიმაციის სკოლის წარმომადგენლები - მენტორი გიორგი აბელაშვილი და 9 წლის ელენე აბელაშვილი - ბავშვებს ვიდეოთამაშების შექმნის პროცესს გააცნობენ;
17:00 საათი - მთარგმნელი ქეთევან ყანჩაშვილი „ჰარი პოტერზე“ ისაუბრებს;
17:00 საათი - ბავშვებს "მოზაიკოსის" მენტორები შეხვდებიან.
დასწრება თავისუფალია.