მწერალი გურამ ოდიშარია ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრა საგამოფენო დარბაზში მიმდინარე გამოფენის - „მწერალი მოლბერტთან“ - ფონზე გაიმართა, რადგან ერთ-ერთი „მწერალი მოლბერტთან“ სწორედ გურამ ოდიშარიაა.
მწერალმა ისაუბრა აფხაზეთზე, აფხაზებთან მის ურთიერთობასა და დამოკიდებულებაზე, წერის პროცესზე, საყვარელ ავტორებსა და გმირებზე, სამშობლოზე, პატრიოტიზმზე, მომავალზე, იმედზე; უპასუხა მოსწავლეთა კითხვებს; ყველა მათგანს უსახსოვრა ავტოგრაფი. პატარა სტუმრებმაც საყვარელ ავტორს მისივე პორტრეტი გადასცეს საჩუქრად.