ანონსი: 30 აპრილი - ბიბლიოთეკარის დღეა
 30/04/2026

30 აპრილს საქართველოში ბიბლიოთეკარის დღე აღინიშნება. ბიბლიოთეკარები, რომელთა უმეტესობა რამდენიმე ათეული წელია ემსახურება ამ საქმეს, 2003 წლიდან აღნიშნავენ პროფესიულ დღესასწაულს.

2026 წლის 30 აპრილს 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა უმასპინძლებს საქართველოს რეგიონების ბიბლიოთეკების წარმომადგენლებს, რომელთაც პროფესიულ დღეს მიულოცავენ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია, გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი და საზოგადოების წარმომადგენლები.

უკვე დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, პროფესიულ დღეს დაჯილდოვდებიან საქართველოს საბიბლიოთეკო ქსელის გამორჩეული ბიბლიოთეკარები.

ღონისძიებაზე საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკას გადაეცემა ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემები და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაბეჭდილი წიგნები