ლევან ბერძენიშვილის წიგნის წარდგენა
 23/02/2019

23 თებერვალს, 18:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გიწვევთ ლევან ბერძენიშვილის ახალი წიგნის წარდგენაზე.

„დიდი გასეირნება ლიტერატურაში" არის „ლიბერალისა" და „არტანუჯის" მორიგი ერთობლივი გამოცემა.

ლევან ბერძენიშვილის წინასიტყვაობიდან: „წიგნებს უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლიათ და აკი ამიტომაც ებრძვიან დიქტატორები ლიტერატურას, ამიტომ უმორჩილებენ მწერლებს ცენზურას, ქმნიან მწერალთა კავშირებს, რათა მაქსიმალურად გაანეიტრალონ „სულის ინჟინრები", როგორც სტალინი იტყოდა. დიქტატორებს შესანიშნავად ესმით ლიტერატურის საფრთხე - კარგ ლიტერატურაში ყოველთვის არის პატიოსანი აჯანყების მუხტი! "