ქართული ფსიქიატრიის ისტორია
 22/03/2019

22 მარტს 19:00 საათზე ეროვნული ბილიოთეკის საგამოფენო დარბაზში ალმანახის, „ქართული ფსიქიატრიის ისტორია" (ნარკვევები), პრეზენტაცია გაიმართება.

ალმანახის შექმნის მიზანია, არ მიეცეს დავიწყებას ქართული ფსიქიატრიის სკოლის ისტორია, მისი მიღწევები, იმ ადამიანთა სახელები და ღვაწლი, რომლებმაც შექმნეს ამ სკოლის სახე. არ დაიკარგოს დოკუმენტები, წერილები, მცირედი ჩანაწერებიც კი, რომლებიც ნათლად გვანახებს ვითარებას ქართული ფსიქიატრიის სხვადასხვა პერიოდში.

იდეას გამოეხმაურა ბევრი ადამიანი, რომლებიც დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით მიუდგა ქართული ფსიქიატრიის დავიწყებული სახეებისა და მოვლენების აღდგენას. მოიძებნა მრავალი, დღეისათვის უცნობი და დავიწყებული დოკუმენტი, შეგროვდა უამრავი ბიოგრაფიული და სამეცნიერო მასალა, შეიქმნა ფოტოსურათების უნიკალური ალბომი.