ჩერქეზული სამოსის დეფილე ეროვნულ ბიბლიოთეკაში
 20/06/2019

20 ივნისს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზმა ჩერქეზული ტრადიციული სტილიზებული სამოსის დეფილეს უმასპინძლა. საგამოფენო დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ ჩერქეზი დიზაინერის მილა არდანის კოლექცია იხილა.

ღონისძიება ჩერქეზული კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიება ხელს უწყობს ჩერქეზული ეთნოკულტურის საქართველოში პოპულარიზებას, ჩერქეზული და ქართული სახელოვნებო წრეების დაახლოებასა და გამოცდილების გაზიარებას.