
9 ივნისს, 11:00- 19:00 საათზე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და ხელოვანთა გაერთიანებამ - Parsek1, კომიქსებისა და ვიდეოთამაშების პირველი ფესტივალი გახსნეს.

წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა არტისტების კომიქსები, თეატრალური მაკიაჟის ოსტატობა, საგანმანათლებლო პრეზენტაციები, ვიდეოთამაშები და კოსტუმირებული სანახაობა, რომელშიც ჩვენი მკითხველები აქტიურად მონაწილეობდნენ. აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშემ, დამიან ვამპლერმა ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად კომიქსების კრებულები და ნახატები გადმოსცა.



კომიქსებისა და ვიდეოთამაშების მომდევნო ფესტივალი, ქართველი ხელოვანების ახალი ნამუშევრებით, 2019 წელს გაიმართება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში