ინგლისური ენის საღამოები გრძელდება
 05/02/2020

ძვირფასო მეგობრებო

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზი აგრძელებს ინგლისური ენის საღამოებს.

საღამოებს გაუძღვება ჩვენი ამერიკელი მეგობარი და პედაგოგი, ჯედ გურლი.

 უკვე მესამე წელია, მისი ხელშეწყობით ჩვენს მკითხველებს ინგლისური ენის უფასო გაკვეთილები უტარდებათ.  ბატონი ჯედი განათლებით პედაგოგი, ბიზნესმენი და დიპლომატია. უკვე მესამე წელია, საქართველოში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და ინგლისურ ენას ინოვაციური მეთოდებით, ფილმებით, თამაშებით, ტექსტებითა და საუბრებით ასწავლის.
შეხვედრები ჩატარდება ყოველ პარასკევს, 18:30 საათზე.
დასწრება ყველა ასაკის მონაწილეებისთვის თავისუფალია, გიწვევთ ყველა მსურველს!