ინგლისური ენის საღამოები მკითხველებისთვის
 04/10/2019

ძვირფასო მკითხველებო, 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზი აგრძელებს ინგლისური ენის საღამოებს.

4 ოქტომბერს, 18: 30 საათზე, გიწვევთ სასწავლო სემესტრის პირველ შეხვედრაზე. ლექციებს ჩვენი ამერიკელი მეგობარი, ჯედ გურლი გაუძღვება.

ბატონი ჯედი განათლებით ბიზნესმენი და დიპლომატია. ის, უკვე 4 წელია, საქართველოში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და ინგლისურ ენას ინოვაციური მეთოდებით, ფილმებით, თამაშებით, ტექსტებითა და საუბრებით ასწავლის. მეცადინეობები ჩატარდება ყოველ პარასკევს, 18:30 საათზე.  

დასწრება თავისუფალია, გიწვევთ ყველას!