ქართულ-აფხაზური ხელოვნება საზღვარგარეთ
 30/05/2019

30 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება საღამო „ქართულ-აფხაზური ხელოვნება საზღვარგარეთ ბოლო წლებში".

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მწერალი გურამ ოდიშარია და ქართული ხალხური სიმღერის დიდი მოამაგე, ანსამბლ „რუსთავის" ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი.

საღამო აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ინიცატვით ჩატარდება.