გამოფენა „ძმები სიმენსები საქართველოში“
 24/11/2017

24 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოფენა „ძმები სიმენსები საქართველოში" გაიხსნა.

გამოფენაზე დამთვალიერებელმა იხილა ევროპელის თვალით დანახული XIX საუკუნის თბილისი და სიმენსების საქართველოში ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტაცია. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ფოტო და საარქივო მასალა, სიმენსების ტრამვაის მაკეტი და სხვ.