17 იანვარს 15:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში აზერბაიჯანელი ფოტოგრაფის შახვალად ეივაზის ფოტოგამოფენა გაიმართება.
გამოფენა ეძღვნება 1990 წელს ბაქოში მომხდარ ტრაგედიას.
ღონისძიება აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებითა და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით იმართება.