თემურ დუმბაძის ნამუშევრების გამოფენა
 23/07/2019

23 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა თემურ დუმბაძის ნამუშევრების გამოფენა.

„ჩემი მიმართულება სიურეალიზმია. ყველა ნახატს პირობითი სახელი დავარქვი და გადმოვეცი ჩემი ღრმა ემოციები, ტკივილი 90-იან წლებსა და თანამედროვე ეპოქის შესახებ" - განაცხადა თემურ დუმბაძემ.