გოჩა გაიოსის გამოფენა - ხელოვნება ქაღალდზე
 06/11/2019

6 ნოემბერს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი უმასპინძლებს არგენტინაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის გოჩა გაიოსის მხატვრული ნამუშევრების და გამოცემების პერსონალურ გამოფენას.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება გოჩა გაიოსის მიერ ბუენოს აირესში უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში შექმნილი ქართული ავანგარდის ლეგენდარული წარმომადგენლების (ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, სიმონ ჩიქოვანი, კოლაუ ნადირაძე, გრიგოლ რობაქიძე, გალაკტიონ ტაბიძე, ტერენტი გრანელი და სხვა) მხატვრული გამოცემები. მათი ტირაჟი, არც მეტი არც ნაკლები, თითო ცალია
და მხოლოდ ამ გამოფენაზე იხილავთ.

ავტორის გადაწყვეტილებით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრებიდან 40 მხატვრული გამოცემა საჩუქრად გადაეცემა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას.