ფილმის „საათები“ ჩვენება ეროვნულ ბიბლიოთეკაში
 29/10/2019

31 ოქტობერს 17:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის კინოდარბაზში ფილმის „საათები" ჩვენება გაიმართება.

ჩვენების შემდეგ ფსიქოლოგი, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის დირექტორი თამარ მახარაძე სუიციდის პრევენციაზე, მშობლების ზეგავლენაზე, ბავშობაში მიღებულ ტრავმებზე ისაუბრებს.

ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის თვეა. ყოველ წელს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ირჩევს თემას, რომელზეც ფსიქოლოგები, ფსიქიატრები საუბრობენ. წელს "სუიციდის პრევენცია" არის ის თემა, რაზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საუბრობენ.

დასწრება თავისუფალია