19 ნოემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ლუკას ბეგლინგერის მისიის დასრულებასთან დაკავშირებული მიღება და გამოფენა გაიმართა.
შვეიცარიის ელჩმა ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორს ემზარ ჯგერენაიას შვეიცარიის ისტორიის ენციკლოპედია (13 ტომად) გადასცა. წიგნი ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაიდებს ბინას.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოსა და შვეიცარიის ბუნების ამსახველი ფოტოები. დამთვალიერებელი მათ შორის ბევრ მსგავსებას აღმოაჩენდა.