9 აგვისტოს, 10:30-13:30 საათზე, პოლონეთის უნივერსიტეტი Collegium Civitas, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, გეპატიჟებათ სამეცნიერო შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნება თემას" სუამის მიღწევები და პერსპექტივები: როგორ გავაფართოვოთ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და აზერბაიჯანის სახელმწიფოთა თანამშრომლობა". შეხვედრას დაესწრებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები. დისკუსიის თემებია: პოლიტიკური, ეკონომიკური და საგარეო ურთიერთობები ევროკავშირთან და რუსეთთან. სამეცნიერო შეხვედრა ხორციელდება პროექტ NEMESIS -ის ფარგლებში, რომელშიც გაერთიანებულია როსტოვის, ამსტერდამის, ვენას, ბრემენისა და ვარშავის უნივერსიტეტების წარმომადგენლობა.
დასწრება თავისუფალია!
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში