19 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პოეტ ჰოვანეს თუმანიანისა და კომპოზიტორ კომიტასის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ცნობილი სომეხი პოეტისა და ასევე ცნობილი სომეხი კომპოზიტორის სახელები მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან. ჰოვანეს თუმანიანი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში, ხოლო კომიტასი გერმანიაში სწავლის დასრულების შემდეგ თბილისში ჩამოვიდა და აქ ჩამოაყალიბა მგალობელთა გუნდი.