5 ნოემბერს 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი", იტალიის საელჩო საქართველოში და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი გამართავს შეხვედრას ცნობილ სარდინიელ მწერალ მარჩელო ფოისთან.
შეხვედრის თემა - „ვისაუბროთ თანამედროვე სარდინიულ ლიტერატურაზე."