12 ივნისს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი ემზარ ჯგერენაია და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
ეთნიკური უმცირესობებით, მეტწილად აზერბაიჯანელი მოსწავლეებით დაკომპლექტებულ სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები გადაეცა საჩუქრად.
ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისთვის საგანმანათლებლო პროექტებს ეროვნული ბიბლიოთეკა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად უკვე წლებია ახორციელებს.