28 დეკემბერს 17:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გამართავს 2017 წელს გამოცემული წიგნების პრეზენტაციას და გამოფენას.
ღონისძიების მიზანია საზოგადოებისათვის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგების წარდგენა სამეცნიერო გამოცემების სახით.