1 ნოემბერს 16:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ღონისძიება „ქალის როლი სხვადასხვა ეთნოსებსა და რელიგიაში".
ღონისძიების ორგანიზატორები არიან „ებრაელ ქალთა საბჭო&ფონდი ლეა" და „ეთნოსთაშორისი ურთიერთგაგების ფონდი". ღონისძიების პარტნიორები არიან: „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი", „საქართველოს აზერბაიჯანელთა ახალგაზრდული კავშირი", „საქართველოს ქალთა საბჭო", „სიცოცხლის სიტყვის ეკლესია", „რელიგიები მშვიდობისათვის".
ღონისძიება ეძღვნება ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს და ებრაელთა ჰოლოკოსტის 80 წლისთავს.