შეხვედრა ირლანდიელ მწერალთან, მიქაელ მულვიჰილთან
 16/08/2018

ძვირფასო მკითხველებო, 

16 აგვისტოს, 17:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გიწვევთ შეხვედრაზე ირლანდიელ მწერალსა და ფსიქოთერაპევტთან, მიქაელ პატრიკ მულვიჰილთან, რომელიც თავისი წიგნისციმბირის ჯოჯოხეთური ხვრელის" შესახებ ისაუბრებს. ნაწარმოები გოთიკურ ჟანრს მიეკუთვნება და პოსტსაბჭოთა მოსახლეობის ამბავს მოგვითხრობს. წიგნი ქართულად ითარგმნა (მთარგმნელი ნანა შალამბერიძე) და გამოიცა  ქართულ-ირლანდიური კულტურული ურთიერთობების ცენტრის ხელშეწყობით.

წიგნი ჰორორის ჟანრს მიეკუთვნება და მოგვითხრობს ტობიასის ისტორიას, რომელიც მოსკოვიდან ციმბირში მიდის, სადაც გაზისა და ნავთობის საბადოს დაქირავებულ მეთვალყურედ მუშაობას იწყებს. მოვლენები "პერესტროიკის" შემდგომ რუსეთში ვითარდება. ცოტა ხანში, ტობიასი შეამჩნევს, რომ ეს მხოლოდ წიაღისეული საბადო არ არის და, ნავთობის მომპოვებლებმა, გამოუცდელმა მუშებმა ჯოჯოხეთის ხვრელი გათხარეს.

ავტორის თანახმად, ნაწარმოები საბჭოთა ფსიქიატრიისა და ფსიქოანალიზის პრობლემებსაც ეხება, რამდენადაც გმირების მდგომარეობას ხშირად დეტალურად აღწერს. მაგალითად, წყვილის ისტორიას, რომლის იძულებით ურთიერთობებსა და ტრავმებს პროფესიონალის დახმარება სჭირდება, მაგრამ არსებულ გარემოში დახმარების მიღება მხოლოდ საიდუმლოდ შეუძლიათ. ტობიასი აღმოაჩენს, რომ ლიუბას მეხსიერებაშიც მძიმე მოგონება იმალება, ხოლო ქვეყანაში გამეფებული სიხარბე, ადგილობრივებთან ერთად, მასაც ვამპირად გადაქცევით ემუქრება და რაღაც უნდა იღონოს...

დასწრება თავისუფალია! 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში