თბილისი არის ურთიერთობა
 27/10/2017

27 ოქტომბერს 18:00 საათზე  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა   თბილისობისადმი მიძღვნილი კვირეულის  ფარგლებში გიწვევთ საღამოზე „თბილისი არის ურთიერთობა".  ორი  სხვა და სხვა თაობის  ნიჭიერი ადამიანი , პოეტი თემურ ჩალაბაშვილი და „გურული დღიურების ფონდის „ სტიპენდიანტი  12 წლის  კატო არჩვაძე საკუთარ  ხედვას და პოზიციას წარმოგიდგენენ. პოეტის შემოქმედებითი საღამო  პატარა ხელოვანის პერსონალური გამოფენის ფონზე გაიმართება.