თბილისობა 2017 - მათი ფერები დააკლდა ქალაქს
 25/10/2017

25 ოქტომბერს 18:00 საათზე  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა  თბილისობისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გიწვევთ გამოფენაზე „ კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს". ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება  მეძმარიაშვილების შემოქმედებითი ოჯახის  ნამუშევრები. 

ცნობილი კინომხატვრების  ტატა და ზურაბ მეძმარიაშვილების  სახელები ბევრი ქართული ფილმის ტიტრებიდან გახსოვთ, ალბათ. ექსპოზიციაზე ტატა და ზურაბ მეძმარიაშვილების ნამუშევრებთან ერთად წარმოდგენილი იქნება მათი ქალიშვილების მაკას და ნათიას ნამუშევრებიც. მაკას ნამუშევრებს  იცნობენ თბილისში და არა მხოლოდ, ის  მრავალი გამოფენის მონაწილე გახლდათ. ნათიას ნამუშევრებს კი   ფართო საზოგადოება ნაკლებად  იცნობს.