პირველი რესპუბლიკის ქალები - 1918-1921
 07/03/2018

7 მარტს 14:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა „პირველი რესპუბლიკის ქალები - 1918-1921" გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური ფოტოები (სულ 50 ფოტო), რომლებიც 1918-1921 წლებშია გადაღებული. ფოტოებზე ასახულია როგორც ცნობილი, ისე სრულიად უცნობი ქალბატონები, რომელთა ფოტოები საოჯახო ალბომებმა თუ არქივებმა შემოგვინახა და მათი უმეტესობა პირველად იფინება.

გამოფენა ერთდღიანია და დასწრება თავისუფალია.