" არტსკოლა - 2019“-ის გახსნის ცერემონია ეროვნულ ბიბლიოთეკაში
 07/03/2019

7 მარტს 15:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წელს უკვე მეოთხედ გაიმართება სასკოლო თეატრალურ ფესტივალ " არტსკოლა - 2019"-ის გახსნის ცერემონია.

მონაწილე სკოლები გაეცნობიან ფესტივალის სპეციპიკას და დეტალურ ინფორმაციას თითოეულ საკითხთან მიმართებაში.

ფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერები გახლავთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სადაზღვეო კომპანია "ალფა", გამომცემობა "ინტელექტი", კულტურის აკადემია, სუხიშვილების აკადემია, შალიკაშვილის პანტომიმის თეატრი.