27 ექტემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით საერთაშორისო საინიციატივო ჯგუფ „აფხაზეთის" ორგანიზებული ფოტოგამოფენა სახელწოდებით „გვახსოვს" გაიხსნა.
გამოფენა ორგანიზაციის წარმომადგენლების, აფხაზეთიდან დევნილების, ერიკ გრიგოლიასა და ანატოლი ბერგეტის ორგანიზებით გაიმართა.
ორგანიზაცია საერთაშორისო საინიციატივო ჯგუფი „აფხაზეთი" 2005 წლიდან ფუნქციონირებს და მასში სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები დევნილები და არა მხოლოდ დევნილები არიან გაწევრიანებულნი. ორგანიზაციამ წლების მანძილზე დააგროვა აფხაზეთის ომის პერიოდში გადაღებული უნიკალური ფოტოარქივი, რომელიც ერთ ექსპოზიციაში გააერთიანა. ფოტოების უმეტესობა ამერიკელ ფოტოკორესპონდენტებს, ლინტონ მალკოლმსა და ჯონ ჯონსს ეკუთვნით, რომლებიც 1992-1993 წლებში აფხაზეთში იმყოფებოდნენ და იღებდნენ უნიკალურ კადრებს.
გამოფენა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იყო წარმოდგენილი, მათ შორის ლოს-ანჯელესსა და მოსკოვში.