26 ოქტომბერს 16:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავენ.
27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა. აფხაზური ენა, ქართულთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთის ტერიტორიაზე არის სახელმწიფო ენა. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება მის დაცვასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო ამ დღეს ტრადიციულად აფხაზური ენის კვირეულის სახით ეხმიანებიან. კვირეული წლეულს 22 ოქტომბერს დაიწყო და 27 ოქტომბრამდე გასტანს.