„ამერიკული უნივერსიტეტების“ გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში
 23/10/2018

23 ოქტომბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო ქსელმა EducationUSA და ფონდმა "საერთაშორისო განათლების ცენტრი" „ამერიკული უნივერსიტეტების გამოფენა" გამართეს.

გამოფენა ყოველწლიურად ეწყობა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს და დაინტერესებულ პირებს პირდაპირი კავშირები დაამყარონ და ჩააბარონ ამერიკის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში. გამოფენაზე გაიცემა დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო, სამაგისტრო და სხვა სასწავლო პროგრამების შესახებ.