13 მარტს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ანსამბლ „რუსთავის" 50 წლის იუბილესთან დაკავშირებული გამოცემის, „ანსამბლი რუსთავი - 400 ქართული ხალხური სიმღერა", პრეზენტაცია.
გამოცემა შედგება 16 კომპაქტდისკისა და წიგნისგან. დისკებში შესულია ანსამბლ „რუსთავის" ძველი და ახალი ჩანაწერები, სულ 400 სიმღერა. ხოლო წიგნი მოიცავს ანსამბლის ბიოგრაფიას, უცხოეთში მოგზაურობისა და გამოჩენილ პიროვნებებთან შეხვედრების ამსახველ მასალებს -პრესას, ფოტოებს.
ღონისძიებაზე ანსამბლი „რუსთავი" შეასრულებს სიმღერებს.