16 აპრილს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით აქციის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა" წარმატებულ მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
აქცია ჩატარდა გაეროს ასოციაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრის ერთობლივი პროექტის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში.