23 დეკემბერს 17:30 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ორგანიზაცია NOVA SOCIETAS-ის გამოცემის "ევროპა როგორც მასწავლებელი" წარდგინება.
NOVA SOCIETAS-ის გამოცემა "ევროპა როგორც მასწავლებელი" გაგაცნობთ მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს ინტელექტუალური ელიტის დამოკიდებულებებს ევროპისა და, ზოგადად, დასავლეთისადმი. გამოცემას წარადგენენ პროფესორი ემზარ ჯგერენაია და ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი.