ფილმის "3096 დღე" ჩვენება
 07/06/2014

შაბათს,7 ივნისს, 17:00 საათზე, გიწვევთ შერი ჰორმანის ფილმის "3096 დღე" ჩვენებაზე.

ფილმი გადაღებულია ავტობიოგრაფიული წიგნის მიხედვით და მოგვითხრობს ავსტრიელი გოგონას, ნატაშა კამპუშის რვაწლიანი ურთიერთობის შესახებ მის გამტაცებელთან. 

ნატაშა კამპუში 10 წლის იყო, როდესაც გზიდან ახალგაზრდა ბიჭმა მოიტაცა და ჩაკეტა, არსად უშვებდა და არავის ალაპარაკებდა, გოგონა დაღუპულიც ეგონათ...8 წლის შემდეგ, გოგონა გაიქცა, გამტაცებელმა მაშინვე თავი მოიკლა. 
დღეს ნატაშა იმ სახლის მფლობელია, რომელშიც ტყვედ იმყოფებოდა, დაწერა წიგნი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ფილმი გადაიღეს, მიყავდა სატელევიზიო შოუ და ცხოველების დაცვის ფონდს ხელმძღვანელობს.


ფილმი ნაჩვენები იქნება ინგლისურ ენაზე.

დასწრება თავისუფალია!