ფილმის ჩვენება ”კლასების დაყოფა”
 23/02/2018

ძვირფასო მკითხველებო, 

შაბათს, 24 თებერვალს, 17:00, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გიწვევთ მარკ ლევინის ფილმის -"კლასობრივი დაყოფა" (2016) - ჩვენებაზე. ჩვენება ხორციელდება ერთობლივი პროექტის ”American Film Showcase” ფარგლებში. 
ნიუ-იორკის ცნობილი რეგიონის, ჩელსის მაცხოვრებლების ცხოვრებაზე მოგვითხრობს. მოსწავლეები ერთ ქუჩის ორ მხარეს ცხოვრობენ, მათ სხვადასხვა სოციალური ფონი აქვთ, უბანში კი დიდი ცვლილებები მიმდინარეობს. იქვეა სკოლაც, რომელიც საერთაშორისო ცხოვრებაში საქმიანობისთვის თაობებს ზრდის. 


რამდენიმე წლის წინ, ჩელსის უბნის მხოლოდ ორმა მაცხოვრებელმა მიტოვებული სადგურის დასასვენებელ პარკად გარდაქმნისთვის ბრძოლა დაიწყო. მათ წლები დაჭირდათ იმისთვის, რომ ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბროკერები დაერწუნებინათ საზოგადოებრივი პარკის აუცილებლობაში. თუმცა, 5 წელიწადში, პარკის პირველი ნაწილი გაიხსნა, მოგვიანებით კი ტურისტული, დასასვენებელი ატრაქციონიც შეიქმნა. ბედის ირონიით, სწორედ ბროკერები აღმოჩნდნენ იმ პროექტით ყველაზე მეტად დაინტერესებულები, რომლის განხორციელებასაც წლები ებრძოდნენ. ამ პროცესმა ცვლილებები გამოიწვია და უბანი პოპულარულ საცხოვრებელ ადგილად იქცა.

 რეჟისორები ფილმში ადამიანების მიკროსამყაროსა და ზოგადი მაკროსამყაროს ურთიერთქმედებაზე მოგვითხრობენ, რასაც ურბანული სიახლეები იწვევს. ბავშვები, რომლებიც ამ პროცესის მიმდინარეობისას იზრდებოდნენ, უყურებენ და განიხილავენ უთანასწორობას, ჯენტრიფიკაციას, სხვადასხვა საზოგადოებრივ პრობლემებს და უფროსებს მათი გადაჭრის გზებს თავაზობენ.
მარკ ლევინი ცნობილია უნიკალური რეჟისორული ხელწერით. იგი გრემის 3 პრიზის, სანდენსის ფესტივალის, კანის პესტივალის, კოლუმბიის პრიზების მფლობელია. რეჟისორის მთავარ თემას ურბანული ცხოვრება წარმოადგენს.

დასწრება თავისუფალია! 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში.