ფიროსმანის მუზეუმში ია მჭედლიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
 04/06/2018

4 ივნისს 19:00 საათზე ფიროსმანაშვილის მუზეუმში (ფიროსმანის 29) ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფის წევრის, მხატვარ ია მჭედლიშვილის, პერსონალური გამოფენა „ამოსუნთქვა" გაიხსნება.

გამოფენის ადგილი, თბილისის ფიროსმანის მუზეუმი, შემთხვევით არ არის შერჩეული. ერთი მხრივ, ექპოზიციის თემატიკა და შესრულების განსხვავებული მანერა  და მეორე მხრივ, ადგილი, სადაც დასრულდა მხატვრის საინტერესო და დრამატიზმით სავსე ცხოვრება, თითქოს ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, კონტრასტულია, მაგრამ კომბინაციაში ერთიან ღერძს ქმნის. ის, რაც ამ შენობის კედლებშია, უფრო ამძაფრებს და ექსპრესიულს ხდის გამოფენის შინაარს.

გამოფენის კონცეფცია ეფუძნება საკუთარ თავსა და სოციუმს შორის გარღვევის, განდევნის ბრძოლის, არჩევანის უწყვეტ პროცესს. სწორედ ეს მუდმივი მოძრაობა არის ადამიანის რეალური მდგომარეობა,  ამოსუნთქვა, როგორც პასაჟი - მეტაფორულად თუ პირდაპირი მნიშვნელობით.

 

მხატვრის რეზიუმე

გამოფენები:

2015 - საქართველოს  ეროვნულ მუზეუმი, გამოფენა „მხატვრის წიგნი „ვეფხისტყაოსანი", სინთეზური ხელოვნების ნიმუში"

2013 - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, საქართველო

2013 - მსოფლიო წყლის Imege გამოფენა (WWIC) კამპინასი, ბრაზილია

2013 - SHOT! Magazine # 1 პორტუგალია

2012 (1) -  გალერეა "ART AVENUE", თბილისი, საქართველო

2012 - გალერეა "ART AVENUE", თბილისი, საქართველო

2011 - გალერეა შარდენი, თბილისი, საქართველო

2010 -საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, საქართველო

2010 - "Iron City Brewery", ლორენსვილი,პიცბურგი , აშშ.

2007 - "White Gallery", კიევი, უკრაინა.

2000 - "Gertsev Gallery", ატლანტა, ჯორჯია, ამერიკის შეერთებული შტატები.

გამოფენილია: "HOLTZMAN GALLERY", ვენტნორი, ნიუ ჯერსი, აშშ

კერძო კოლექციები: საქართველო, გერმანია, საფრანგეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

გამოფენა 10 ივნისამდე გაგრძელდება.