გამოფენა - „დამოუკიდებლობის სამი წელი და მრავალწლიანი რეპრესიები“
 23/02/2018

23 თებერვალს 17:00  საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გიწვევთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის  საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე „დამოუკიდებლობის სამი წელი და მრავალწლიანი  რეპრესიები" (1921, 1924, 1937, 1938...).

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება პირველი რესპუბლიკის  მთავრობის, დამფუძნებელი კრების  და სამხედრო ცენტრის წევრების ფოტოები.   პარტიული ნიშნითა და ბრალდებების მიხედვით თემატურად დაყოფილი  მასალა სარკესავით  ასახავს სრულიად საქართველოში განვითარებულ მოვლენებს - რეპრესირებული ოჯახები, რეპრესიები სიკვდილის შემდეგ, თვითმკვლელობამდე მიყვანა და ა.შ.  

მნახველს საშუალება ეძლევა  თვალი გადაავლოს  საბჭოთა რეჟიმის მიერ  რეპრესირებულ წიგნებს,  გულაგის ბანაკებში  რეპრესირებული ექიმების (  ექიმი ვასილ გაბუნია)  მიერ ჩატარებულ კვლევებს და სამეცნიერო კონფერენციების მასალებს  და  გაეცნოს დამოუკიდებლობის პირველ წელს, 1918 წელს გამოცემულ  ლიტერატურას.