გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია „თამბაქოს მოხმარების პრევენცია“
 23/04/2018

23 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გიწვევთ საჯარო ლექციაზე, რომელსაც წარუძღვება მწერალი გიორგი კეკელიძე.

ლექცია ეძღვნება თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი პოლიტიკის მხარდაჭერას. 1 მაისიდან ძალაში შედის თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ახალი რეგულაციები. ღონისძიების მიზანია დაინტერესებული მხარეების ინფორმირება და თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი გარემოს მხარდაჭერა. გიორგი კეკელიძე გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებასა და მოსაზრებებს თამბაქოსთან დაკავშირებით. 

დასწრება თავისუფალია