ჰარი პოტერის ღამე ეროვნულ ბიბლიოთეკაში
 12/02/2018

12 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ჰარი პოტერის ღამე" გაიმართება.

1 თებერვალს მთელს მსოფლიოში Harry Potter Book Night აღინიშნებოდა. წელს, პირველად საქართველოც უერთდება მსოფლიოს. „დროა, ხელში ჯადოსნური ჯოხი ავიღოთ და ერთი უბრალო დღე ჯადოსნურ სამყაროდ ვაქციოთ"- გვპირდებიან ღონისძიების ორგანიზატორები.  

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება თამაშები, კონკურსები, დარიგდება საჩუქრები და იქნება ჯადოქრობა, რაც ამ ღამეს დაუვიწყარს გახდის.