5 თებერვალს 17:00 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის მუზეუმების გაერთიანება - სოსო და კოტე წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი ატარებს შეხვედრას, რომელიც ეძღვნება სემიტოლოგის, ენათმეცნიერის, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებლის, აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის ხსოვნას.